სამართალი
ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ , ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანელი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 2 ნოემბერსაა დანიშნული.

ხუთ სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში გერმანიიდან ჩამოსული ტურისტი ნაკრძალში ყოფნის დროს გააუპატიურეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.


| Print |
FaceBook Twitter Google