სამართალი
საგარეჯოში გარყვნილი ქმედების განხორციელებისთვის არასრულწლოვანი დააკავეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, თანასოფლელმა თანასოფლელს ცივი იარაღით დაზიანება ყურის არეში მიაყენა.
დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 15 წლამდე არასრულწლოვანმა ორ მოზარდზე გარყვნილი ქმედება განახორციელა, რის შესახებაც მოზარდების მამამ შეიტყო და არასრულწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ამ წუთებში საგარეჯოს რაიონულ  სამმართველოსთან აქცია მიმდინარეობს. გიორგიწმინდას მოსახლეობის ნაწილი მოზარდების მამის გათავისუფლებას ითხოვს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ის დამნაშავე არ არის, რადგან აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა , როცა გაიგო რომ მის შვილებზე გარყვნილ ქმედებას მისივე თანასოფლელი არასრულწლოვანი ახორციელებდა.
| Print |
FaceBook Twitter Google