სამართალი
იორმუღანლოში ქალმა 30 წლამდე კაცი მოკლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს ერთ- ერთ ფერმაზე, ქალმა 30 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფით მიაყენა.
მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი კაცის მიერ ბიძაშვილის ცოლთან სქესობრივი კავშირის დამყარება გახდა .

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google