სამართალი
საგარეჯოს პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა
საგარეჯოს პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობაზე 35 წლის ლევან მაისურაძე დაინიშნა.
ინფორმაცია speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

ლევან მაისურაძე ამ დრომდე ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.



ფოტო აღებულია ლევან მაისურაძის ფეისბუქის გვერდიდან
| Print |
FaceBook Twitter Google