სამართალი
ყვარელში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე ამობრუნდა და შემდეგ ხეს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მგზავრი გარდაიცვალა,  მძღოლი კი სასწრაფო დახამრების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 


როგორც speqtri.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსობა გამოიწვია.





| Print |
FaceBook Twitter Google