სამართალი
სოფელ ჩუმლაყში საფლავები გაძარცვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სასაფლაოები გაძარცვეს. წაღებულია ალუმინის ნაკეთობები. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

ჩუმლაყში მცხოვრებმა უჩა ქემაშვილმა speqtri.ge- სთან საუბარში განაცხადა, რომ მას გამოძიების იმედი არ აქვს.
„ამ კვირაში, საფლავების ძარცვის ეს უკვე მეორე ფაქტია. ერთ-ერთი საფლავიდან, ალუმინის ღობეებია მოპარული. ცოტა ხნის წინაც იყო შემთხვევა, პირდაპირ რკინის კონსტრუქციებს ხსნიან. გამოძიება დაიწყეს, თუმცა დადგენილი ჯერ არაფერი არ არის. ფაქტია, ამას ერთი ადამიანი ვერ შეძლებს. რამდენიმე თვის წინ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა გიორგის სახელობის ორი ტაძარიც გაქურდეს, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. ამიტომ გამოძიების იმედი არც ეხლა გვაქვს. ეს ამბავიც ისე ჩაივლის, ვერავის დაიჭერენ.“- აღნიშნა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიციაში შეტყობინება არ შესულა. მათივე განმარტებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება 177- ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google