სამართალი
კახეთში უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე აკრძალულ დროს აკრძალული საშუალებით - სახლართი ბადით ახდენდა თევზჭერას.ასევე, სოფელ მატანის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე აკრძალულ დროს, აკრძალული საშუალებით - ელექტროშოკური აპარატით, ჩოგან ბადითა და დენის წყაროთი (აკუმულატორით) ახდენდა თევზჭერას.

ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან-ბადე და დენის წყარო (აკუმულატორი) აღმოაჩნდა მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტშიც, რომელიც უკანონო თევზჭერას სოფელ ნაფარეულის მიმდებარედ, მდინარე ლოპოტაზე ახდენდა.სამართალდამრღვევებს ჯამში მოპოვებული ჰქონდათ 2 კილოგრამამდე შერეული სახეობის თევზი.

ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თევზი / კახეთი /