სამართალი
შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს
შიდა ქართლში, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი შვილიშვილზე სექსუალურად ხშირად ძალადობდა. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ სხვებს უამბო, ბაბუამ მიმალვა სცადა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google