სამართალი
ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში შუა ხნის მამაკაცმა სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მამაკაცის ცხედარი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.

თანასოფლელების თქმით, გ.ჭ წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ დაეღუპა მშობლები, რის ფონზეც დაიწყო სმა და აზარტული თამაშები.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google