სამართალი
ხე-ტყის უკანონო მოპოვების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს,-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, 17 ერთეული 3 მეტრი სიგრძის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქა და შედგა შესაბამისი ოქმი.

აღსანიშნავია, რომ ხე-ტყის რეალიზაციის უკანონო ფაქტები ამ თვეში გახშირდა. გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ნოემბრის თვეში უკვე 20 შემთხვევა აისახა.

| Print |
FaceBook Twitter Google