სამართალი
კალაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 60 წლის კაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ კაპანაძემ გამოაცხადა.
პროკურატურამ დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ბრალდების მხარის მტკიცებით, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავებულის მხრიდან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა,რაც მოსამარღლემ არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში 26 იანვარს მოხდა. დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა.
| Print |
FaceBook Twitter Google