სამართალი
კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 188 ფაქტი გამოვლინდა
მიმდინარე წლის იანვრის თვეში საქართველოს მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 330 ფაქტი გამოვლინდა,- ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონდარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში დაფიქსირდა.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 188 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონში; იმერეთში დაფიქსირდა 38 სამართალდარღვევა, ქვემო ქართლში - 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 19, აჭარაში - 19, გურიაში - 5, შიდა ქართლში -5, მცხეთა-მთიანეთში - 4.
რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლება თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინეს.

აღნიშნულ პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 31 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომირეაგირების მიზნით, შესაბამისუწყებებშიგადაიგზავნა.“ - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


უწყების ინფორმაციით, იანვრის თვეში სულ ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 563 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. გამოვლენილი 330 ფაქტიდან 17 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
| Print |
FaceBook Twitter Google