სამართალი
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირია დაკავებული
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 ბრალდებული დააკავეს. ამოღებულია „კოკაინი“ და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში სხვადასხვა დროს ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს და უკანონო ბრუნვიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7კილოგრამამდე „კოკაინი“, ასევე, სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.“,-ვკითხულობთ განცხადებაში.

დამნაშავეებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დანაშაული 5-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„სულ სამართალდამცველებმა ამოიღეს 7 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 7 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ამასთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანთან დაკავებული ზ.ლ.-ის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღეს.“,-ნათქვამია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google