სამართალი
იყალთოში პოლიციელის ცემის ფატზე 4 პირია დაკავებული
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში სამართალდამცველი სცემეს. პოლიციელ გიორგი დედაბრიშვილს ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  ამ დროისთვის სტაბილურია.

ინფორმაცია speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში განაცხადეს,  რომ პოლიციელის ცემის ფაქტზე 4 პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google