სამართალი
ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო რიგ ბრალდებებში, რის გამოც მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა და 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ტელეკომპანია რუსთავის 2 -თან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვალი, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, გამართლებულად ცნო.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალდება ჯერ კიდევ 2019 წლის 9 აგვისტოს წარედგინა.
„მთავარი არხის“ დირექტორს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაედო.
| Print |
FaceBook Twitter Google