სამართალი
აშშ-ში დაწყებით სკოლაზე თავდასხმას 19 ბავშვი ემსხვერპლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ), ტეხასის შტატის, ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლას 18 წლის ადგილობრივმა, სალვადორ რომოსმა ცეცხლი გაუხსნა.

ამ დროისთვის მოკლულია, სულ მცირე, 21 ადამიანი, მათ შორის 19 ბავშვია. დაწყებით სკოლაში 11 წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობდნენ.

სალვადორ რომოსი ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ რამოსი ნახევრადავტომატური შაშხანითა და პისტოლეტით იყო შეიარაღებული. პოლიციამ დაადგინა, რომ სკოლაზე თავდასხმამდე დამნაშავემ საკუთარ ბებიას ესროლა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის კრიტიკულია.

აღნიშნულ მოვლენას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. მან ამერიკელებს მოქმედებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „დროა წინააღმდეგობა გაუწიონ მათ, ვინც იარაღის თავისუფლად ფლობას ემხრობა“.

ჯო ბაიდენის განკარგულებით, დაღუპულთა პატივსაცემად, თეთრ სახლსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს.
| Print |
FaceBook Twitter Google