სამართალი
კახეთი ხე-ტყის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 23 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 9 სამართალდარღვევაგამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.


  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული 5,5 კუბური მეტრი წიფლისა და 0,7 კუბური მეტრი რცხილის სახეობის ხე-მასალის ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
  • ახმეტის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 6 ერთეული თხმელის (მურყანი) სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებულ 31 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.
  • მეორე სამართალდამრღვევი კი, 62 ერთეული დაუფირნიშებელი მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახორციელებდა.
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შპს „ფაუნასა“ და ჭიაურის ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული კაკლის, აკაციისა და ჭალის მუხის სახეობის ხე-მცენარეებისგან მიღებული 3 ერთეული მორის, 5 ერთეული კოტრისა და 0,7 კუბური მეტრი აკაციის სახეობის საშეშე-მერქნის ტრანსპორტირება განახორციელეს.

„5 სამართალდარღვევა გამოავლინეს ქვემო-ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 5- სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 3 - აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1 კი გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა 2 კუბური მეტრი მოცულობის წიფლის სახეობის საშეშე მერქანი. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. “ - აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, სულ ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 203 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), 27 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-ტყე (საშეშე მერქანი, კოტრი) და 6,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
იმ საქმის მასალები, სადაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 








 

| Print |
FaceBook Twitter Google