სამართალი
საქართველო გზებზე სიკვდილიანობით მაღალი მაჩვენებლის ქვეყნად რჩება ევროპაში - შსს
დღემდე საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრე დარახველიძე სიკდილიანობის ძირითად მიზეზებსაც შეეხო.


„დღემდე საქართველო გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნად რჩება ევროპაში, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიან ღონისძიებებს საჭიროებს.
გზებზე სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია სიჩქარის გადაჭარბება და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა.“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


სწორედ ამ ვითარებიდან გამოდინარე, მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შემუშავებული კანონპროექტები. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.

აღნიშნული კანონპროექტები დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს, კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.



| Print |
FaceBook Twitter Google