სამართალი
გომბორის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი მოკლეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, უზბეკეთის მოქალაქე, 50 წლამდე ქალი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს 60 წლამდე კაცი. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ივრის ჰესში უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი ნახეს.

50 წლამდე ქალს ძალადობის კვალი აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, ქალი წლების განმავლობაში დაკავებულთან ერთად ცხოვრობდა. მეგობარი ქალის მკვლელობის მოტივი წინასწარი ინფორმაციით ფინანსური ინტერესი გახდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ამ წუთებში ატარებენ.  საქმეზე გამოძიება 108- ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.


| Print |
FaceBook Twitter Google