სამართალი
გიორგიწმინდაში შვილმა დედა მოკლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში შვილმა დედა მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რის შემდეგაც, შვილმა დედას მუცლის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

მეზობლების თქმით, მოკლულის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მკვლელობა /