სამართალი
ყვარელში აღმოჩენილია ფარდულში განთავსებული უკანონო სახერხი საამქრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობის ბრძოლის ფარგლებში, აჭარისა და კახეთის რეგიონებში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„2 დაურეგისტრირებელი, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანასა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში.

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელ სახლთან მდებარე ფარდულში ჰქონდა განთავსებული.

ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია წიფლისა და თხმელას (მურყანი) სახეობის, ჯამში 65 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი),“ - ვკითხულობთ დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტის განმარტებით, ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

| Print |
FaceBook Twitter Google