სამართალი
ველისციხეში ორი ადამიანი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან თანასოფლელმა ორი მეზობელი მოკლა.
speqtri.ge-ს ინფორმაციით, ორივე მოკლული შუახნის კაცია.  რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა კაცმა მეზობლები მოკლა, იარაღს უმისამართოდ ისროდა. 

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს ვარკვევთ და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. 


| Print |
FaceBook Twitter Google