სამართალი
სიღნაღში შვილმა მამა მოკლა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ, სიღნაღში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთერთშელაპარაკება უძღოდა. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, ცივი იარაღით, საცხოვრებელ სახლში მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, კაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. 
| Print |
FaceBook Twitter Google