სამართალი
სოფელ ჩალაუბანში 81 წლის კაცმა ცოლი მოკლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში 81 წლის კაცმა 70 წლამდე ცოლი სანადირო თოფით მოკლა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ქალი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილის მეზობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ კაცი მეუღლეზე ხშირად ძალადობდა.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ხანდაზმული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.


| Print |
FaceBook Twitter Google