სამართალი
ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასრულდა
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
საგარეჯოს მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. 

„ე. წ "ნასადგომარის" წყლის პროექტი სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლით მოამარაგებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დამატებით მოეწყო 2 ჭაბურღილი, დამონტაჟდა ცენტრალური მაგისტრალი და სატუმბი სადგური, განხორციელდა ელექტრო ენერგიის გადამცემი საყრდენი ბოძებისა და ქსელის მოწყობის სამუშაოები, რის შედეგადაც, სოფელების ანთოკსა და მარიამჯვრის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება აღუდგა,“-აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სოფელ გიორგიწმინდისა და ანთოკ-მარიამჯვრის გამრიცხველიანების პროექტირება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საგარეჯო / წყალი /