სამართალი
კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში  უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
"ახმეტის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეს, საკარმიდამო ეზოში არარეგისტრირებული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა განთავსებული. მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია 7 ერთეული წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 9,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). "-აცხადებს სამინისტრო.

ცნობისთვის, ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


| Print |
FaceBook Twitter Google