სამართალი
საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, 40 წლამდე ასაკის კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, ხოლო მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი- მის მეუღლეს.

როგორც ირკვევა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ- კრიმინალისტები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სავარაუდო დამნაშავე, ამ დროისთვის, მიმალვაშია და პოლიცია ეძებს.

| Print |
FaceBook Twitter Google