სამართალი
ყვარლის გამგებელი დააკავეს
რამდენიმე წუთის წინ დააკავეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და კოალიცია "ქართული ოცნების" 16-მდე წევრი. მათ შორის არიან ნუკრი მესაბლიშვილი, ვახტანგ პაპოვი, ილია ბეროშვილი, ვანო მალაშიძე, გიორგი დარიაშვილი, მიხეილ კურტანიძე, სოფელ შილდის რწმუნებული ლევან ხუციშვილი და ახალსოფლის რწმუნებული მამუკა შაროვი. როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნინო ხუციშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, დაკავების მიზეზი მათთვის უცნობია. speqtri.ge ინფორმაციის გადამოწმებას შსს-ს პრესსამსახურში შეეცადა, თუმცა, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამგეობის შენობას ლუქავენ და თანამშრომლებს შენობიდან აძევებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google