შემთხვევა
გურჯაანში 11 წლის ბიჭი გააუპატიურეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 11 წლის ბიჭზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა სექსუალური სახის ძალადობა განახორციელა, სანაცვლოდ კი ბავშვს ხუთი ლარი მისცა.

აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსხურში დაგვიდასტურეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დანიშნულია ექსპერტიზა. 

speqtri.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ეჭვმიტანილი სულიერად დაავადებულია და რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა. 
თუმცა ბოლო პერიოდში სახლში იმყოფებოდა. თანასოფლელების თქმით ის ხშირად აგრესიულად იქცეოდა, ამჟღავნებდა მანიაკალურ თვისებებს, რაც მათში შიშს იწვევდა.
| Print |
FaceBook Twitter Google