შემთხვევა
გურჯაანში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
წუხელ, გვიან ღამით, სოფელ გურჯაანში შუა ხნის მამაკაცი დაჭრეს. სავარაუდო მიზეზი ნასვამ მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით,  დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.


| Print |
FaceBook Twitter Google