შემთხვევა
გურჯაანში 23 წლის ახალგაზრდა ვარჯიშისას დაიღუპა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, ის პოლიციის აკადემიის სტუდენტი გახდა და ნორმატივების ჩასაბარებლად ემზადებოდა. ახალგაზრდა სოფლის სტადიონზე ვარჯიშისას მოულოდნელად გარდაიცვალა.

გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაშიც შევიდა. როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 115-ე  მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არაშენდა /