შემთხვევა
ყვარელში ასაკოვანი ქალი ქვევრში დამარხული იპოვეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში ასაკოვანი ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც speqtri.ge-ს გამგებლის წარმომადგენელმა გრემის თემში ზურაბ ლუარსაბიშვილმა განუცხადა, ის პოლიციამ დღეს დილით ქვევრში დამარხული ნახა.
-"ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობდა, მოკლულია, იმიტომ რომ ქვევრს მაღლიდან მიწა ეყარა. კვირას მოინაკლისეს და მას მერე ეძებდნენ."-
აღნიშნა მან.

ცხედარი ამ წუთებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის გურჯაანის ეროვნულ ბიუროში გადმოსვენეს.

საქმეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
| Print |
FaceBook Twitter Google