შემთხვევა
სოფელ ზემო კაჭრეთში 30 წლამდე მამაკაცს ყელი გამოჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცმა დის ქმარს, 30 წლამდე ახალგაზრდას ყელი გამოჭრა.

დაშავებული გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინცინდენტის შემდეგ ბრალდებული ავტომობილით გაიქცა, რა დროსაც სხვა ავტომანქანას შეეჯახა.

დეტალების გარკვევას speqtri.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

| Print |
FaceBook Twitter Google