შემთხვევა
გურჯაანში ავარიის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა დაიღუპა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, "golf"-ის მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მჯდომი ერთი მგზავრი კი მძიმედ დაშავდა. ის  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებით რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

რა გახდა ავარიის მიზეზი, გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
| Print |
FaceBook Twitter Google