შემთხვევა
ავარია აკურაში- 18 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე იმყოფება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში"ოპელის" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეეს შეჯახა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.  ორი დაშავებული თავისა და სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მძიმეა 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google