შემთხვევა
სოფელ საქობოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
სიღნაღის მუნიციპალტეტის სოფელ საქობოში ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლი დაეწვა. განადგურდა საოჯახო ავეჯი და ტექნიკა.
ხანძრის დროს სახლში 55 წლის ქალი მარტო იმყოფებოდა, თუმცა არ დაშავებულა. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. 

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google