თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში სადისტრიბუციო კომპანიის
კუთვნილ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა
მოასწრო.
ხანძრის ლოკალიზება მაშველებმა რამდენიმე წუთში მოახერხეს. ხანძრის
გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტროსადენების გაუმართაობა
სახელდება.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში
განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე
ნაწილით აღძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს
გაუფრთხილებლობით.
მასალის გამოყენების პირობები