ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანში, რომელსაც შუა ხნის ასაკის
მამაკაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს 06-ის მარკის ტაქსი და მერსედესის
მარკის ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში გადაიყვანა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ავარიის
შედეგად შეიზღუდა მოძრაობა. თელავის მიმართულებით გადაადგილება
შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში
განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის
მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძარობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები