შემთხვევა
სოფელ კისისხევში 45 წლის კაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში უბედური შემთხვევა მოხდა. 45 წლის კაცს ტყეში ხე დაეცა და ადგილზევე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

როგორც speqtri.ge-შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველო აწარმოებს.


| Print |
FaceBook Twitter Google