შემთხვევა
სოფელ ზემო ხოდაშენში შეშით დატვირთული ავტომანქანა ხევში გადავარდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მოძრავი სავტვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. მანქანა შეშით იყო დატვირთული. შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, ის სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები ამ წუთებშიც მუშაობენ და ხევიდან მანქანის ამოტანას ცდილობენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google