შემთხვევა
გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
გომბორის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა. ერთმანეთს  ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მკვიდრია.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google