ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე "ოპელის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა
საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ბოგირს დაეჯახა.
ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა მძღოლი და ერთი მგზავრი. ისინი
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ
საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, ორივე მათგანს ტვინის შერყევა და სხეულის
მძიმე მოტეხილობები აღენიშნება.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი
ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები