შემთხვევა
აფეთქება სოფელ ვეჯინში - დაშავებულია ორი ადამიანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. დაშავდა სახლის მეპატრონე და მეზობელი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.  ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. შემთხვევის შედეგად დაზიანებულია სხვადასხვა ნივთები. როგორც speqtri.Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა,რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google