შემთხვევა
გურჯაანში მოხუცი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს
გურჯაანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი დ. და ნ. ბადრიაშვილები გარდაცვლილი ნახეს. ისინი დილით მეზობელმა შემთხვევით აღმოაჩინა.
წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის თქმით, გამოძახებაზე მისულებს ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google