შემთხვევა
სოფელ ჭანდარში ავტომანქანა ფეხითმოსიარულეს დაეჯახა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში,25 წლამდე ასაკის მამაკაცს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა,როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google