შემთხვევა
ახმეტაში დაკარგული მამაკაცის გვამი მაშველებმა ალაზნის სარწყავ არხში იპოვეს
ოთხდღიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ, ახმეტაში მცხოვრები 41 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარს მაშველებმა ცოტახნის წინ ალაზნის სარწყავ არხში მიაკვლიეს.
აღნიშნული ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაადასტურეს. მამუკა ძებნიაური სახლიდან 19 იანვარს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. მეზობლებმა ბოლოს ის სარწყავი არხის მიმდებარედ ნახეს.

მაშველები და ადგილობრივები მას 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google