შემთხვევა
ავარია თელავში - დაშავდა ორი პოლიციელი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფ შალაურში "გოლფის“ მარკის ავტომანქანა ბოგირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომობილში მსხდომი ორი პოლიციელი  მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო - დახმარების ბრიგადამ ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტებს მუცლის ღრუს დაზიანებები და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნებათ.

დაშავებულებს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / პოლიცია /