შემთხვევა
საგარეჯოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
საგარეჯოში ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ისინი რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

| Print |
FaceBook Twitter Google