შემთხვევა
ყვარელში ყოფილი კინოთეატრის შენობა დაიწვა
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, კინოთეატრის ყოფილ შენობაში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. მერიის ინფორმაციით, შენობა დიდი ხანია უფუნქციოდ იყო დარჩენილი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ლიკვიდირებისთვის ყვარლის, გურჯაანისა და თელავის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.





| Print |
FaceBook Twitter Google