შემთხვევა
ავარია სოფელ ბოდბისხევთან - დაშავდა ორი ადამიანი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევთან ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევები უტარდებათ.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google